კარინ კუსამამ ახალ ფილმის, Destroyer, გადაიღებები დაიწყო, რომელშიც მთავარ როლს ოსკარის მფლობელი და წლევანდელი ემის ტრიუმფატორი მსახიობი ნიკოლ კიდმანი ასრულებს.

გადასაღებ მოედანზე კიდმანს პაპარაცებმა რამდენიმე ფოტო გადაუღეს და როგორც ხედავთ მას ერინ ბელის როლისთვის იმიჯი სრულად აქვს შეცვლილი.

ფილმს სცენარი ფილ ჰეის და მეთ მანფრიდს ეკუთვნით, სიუჟეტი კი ლოს-ანჯელესის პოლიციაში ვითარდება. კალიფორნიელი დეტექტივი ერინ ბელი (კიდმანი) ტრაგიკულ და საიდუმლოებით მოცული მკვლელობებს იძიებს, რომელიც რელიგიურ კულტსა და დემონურ ძალებს უკავშირდება.

ფილმის პრემიერა 2018 წლის ბოლოს იგეგმება.