დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ჰარი პოტერის შემქმნელი, ჯოან როულინგი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

"ეს ჩემთვის ძალიან დიდ პატივია და ამაყი ვარ, რომ სამეფო ოჯახმა ეს ორდენი გადმომცა, განსაკუთრებით როგორც მწერალს, უფრო ზუსტად კი ქალ მწერალს", - თქვა როულინგმა.

ცერემონია ბუკინგემის სასახლეში გაიმართა, ჯილდო კი პოტერიადას შემქმნელს პრინცმა უილიამმა გადასცა.