ვარსკვლავური ომების ახალი ნაწილის Star Wars: The Last Jedi-ის ლონდონურ პრემიერას დიდი ბრიტანეთის პრინცები უილიამი და ჰარი დაესწრნენ.

როგორც ცნობილია, ამავე ფილმში პრინცები ეპიზოდურ როლებშიც თამაშობენ, ისინი შტორმტრუპერები არიან.

როგორც The Hollywood Reporter წერს, უილიამისა და ჰარის გარდა ფილმში შტორმტრუპერის როლში ტომ ჰარდისაც ვიხილავთ, მეტიც სამივე მათგანი ერთსა და იმავე სცენაში მონაწილეობენ.

ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი ახალი ტრილოგიის ნაწილია და ის რეჟისორმა რაინ ჯონსონმა გადაიღო. ფილმი 2015 წელს გადაღებული, ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძების, გაგრძელებაა.