თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ორი ახალი - #54 და #64 მარშრუტი ემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელს სხდომაზე განაცხადა.

მერის ინფორმაციით, ახალი, N54 მარშრუტი მგზავრებს დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონიდან უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით, დავით აღმაშენებლის ხეივნის, მარშალ გელოვანისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით მოემსახურება. ასევე, სოფელი ახალდაბის მოსახლეობისთვის #82 ავტობუსი დამატება

დედაქალაქის მერის განცხადებით, ასევე, იხსნება ახალი, #64 მარშრუტი, რომელიც სიმონ ჩიქოვანისა (ხილიანის დასახლება) და მის მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მომსახურებას რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გაუწევს.

კალაძის თქმით, დაგეგმილია ახალი, ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შემოყვანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.