2017 წლის იანვარ-ნოემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12,9 პროცენტით გაიზარდა. საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

უწყების მონაცემებით, წელს, პირველ 11 თვეში, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 9 563,9 მლნ. აშშ დოლარი იყო, საიდანაც ექსპორტი 2 439.8 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 27%-ით), იმპორტი კი 7 124,1 მლნ. აშშ დოლარი (8,8 პროცენტით მეტი). ამავე პერიოდში უარყოფითი სავაჭრო ბალანი 4 684,3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (49%).