ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ აპირებენ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას, სანამ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული. ევროკავშირი იერუსალიმის ორი სახელმწიფოს, ისრაელისა და პალესტინის დედაქალაქად აღიარებას ემხრობა. ამის შესახებ EU-ს საგარეო ურთიერთობათა ხელმძღვანელმა, ფედერიკა მოგერინიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბინიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ევროკავშირის წევრი ქვეყნები იერუსალიმთან დაკავშირებით საერთაშორისო კონსენსუსის პატივისცემას განაგრძობენ, სანამ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, წმინდა ქალაქის საბოლოო სტატუსი გადაწყდება."

ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, ბრიუსელში იმყოფება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან მოსალაპარაკებლად.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილების შესახებ 6 დეკემბერს განაცხადა და აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანაც დააანონსა. ტრამპის გადაწყვეტილება დაგმეს როგორც პალესტინელებმა და არაბებმა, ასევე, მსოფლიო მაშტაბით.