ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი თარხან ბათირაშვილი ამერიკული სამხედრო ძალის საჰაერო იერიშს გადაურჩა, თუმცა ის მძიმედაა დაშავებული. ინფორმაციას Agence France-Presse აქვეყნებს.

გამომცემლობამ ამის შესახებ სირიაში მყოფი მონიტორინგის ჯგუფ Syrian Observatory for Human Rights-სგან შეიტყო. ორგანიზაციის დირექტორის, რაბი აბდელ რაჰმანის თქმით ომარ ალ-შიშანი ცოცხალია:

"ის ჰასაკეს პროვინციაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც წარმოშობით ევროპელი ჯიჰადისტი ექიმი მკურნალობს".

ჰასაკეს პროვინცია რაქაში მდებარეობს. ტერიტორიას მკაცრად აკონტროლებს ISIS.

შეგახსენებთ, რომ დასავლური მედია ამერიკის სამხედრო ძალის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას თარხან ბათირაშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ.