საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ის წარმომადგენელმა ბრიტანულ Sky News-ს განუცხადა, რომ რუსეთმა სირიაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე საზარელი ომის დანაშაულები ჩაიდინა.

ორგანიზაციის შეფასებით რუსული სამხედრო თვითმფრინავები განზრახ ესხმოდნენ თავს სამოქალაქო პირებსა და მაშველებს.

ამნესტი ინთერნეიშენალის კრიზისის მართვის პროგრამის ხელმღვანელის, ტირანა ჰასანის თქმით, რუსეთის საჰაერო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, ხოლო აქამდე იერიშები განხორციელდა სკოლებზე, საავადმყოფოებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებლებზე.

ჰასანისვე განცხადებით, გარდა ცალკე აღებული დანაშაულისა, რომელიც საცხოვრებელი უბნების დაბომბვას უკავშირდება, სირიისა და რუსეთის ძალებმა განმეორებით დაბომბეს ის ადგილები, საიდანაც ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაშავებულების ევაკუირებას ცდილობდნენ.

მაშველების ცნობით, მშვიდობიან მოსახლეობას ყოველდღე ესხმიან თავს და მათ საცხოვრებელ უბნებს კლასტერულ და თერმობარიულ ბომბებს ესვრიან.

მოსკოვში ბრალდებებს უარჰყოფენ და ამბობენ, რომ რუსეთის თვითმფრინავები მხოლოდ ტერორისტთა ბაზებს ბომბავს.