ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ გუშინ ოქროს გლობუსის რიგით 75-ე ცერემონიის ნომინანტები დამოავლინა.

სხვადასხვა კატეგორიებში ნომინანტთა შორის შეხვდებით ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან - ტომ ჰენკსი, მერილ სტრიპი, ჯესიკა ლენგი, სიუზან სარანდონი, ნიკოლ კიდმანი, დენიელ დეი ლუისი, გარი ოლდმანი, ჯესიკა ჩესტეინი, სალი ჰოუკინსი, ჯუდი დენჩი, ჰელენ მირენი, არმი ჰამერი, ალექსანდრ სკარსგარდი, რობერტ დე ნირო და ა.შ.

წარმოგიდგენთ ოქროს გლობუსის ნომინანტთა პირველ კომენტარებს.

არმი ჰამერი, Call Me By Your Name

"როდესაც გავიგე, რომ ნომინირებული ვიყავი, მივხვდი რომ ეს გრძნობა ერთ-ერთი საუკეთესოა რაც შეიძლება მსახიობს ჰქონდეს. ძალიან გახარებული ვარ, თუმცა ახლა ჩემს შვილს ჩემთან დაკავშირებით სულ სხვა გეგმები აქვს, მაგალითად ველოსიპედით სეირნობა, შესაბამისად ეს ახლა ჩემთვის ნომერი პირველი გეგმაა."

გარი ოლდმანი, Darkest Hour

"ძალიან კარგ გარემოცვაში აღმოვჩნდი, ეს არის ის, რისი თქმაც მსურს. ამ ნომინაციის გამო თავს ძალიან ამაყად ვგრძნობ."

კლერ ფოი, The Crown

"ვგრძნობ, რომ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციას ჩვენი შოუ უყვარს. მეორე სეზონი სულ ახლა გამოვიდა და მათგან უკვე ასეთი მხარდაჭერა ვიგრძენით, ეს კარგი გრძნობაა. მიხარია, რომ ნომინაცია მივიღე, ეს ამ სერიალში ჩემი ბოლო სეზონია და განსაკუთრებით აღვფრთოვანდი, განსაკუთრებით, როცა ასეთი კარგი მსახიობების გვერდით ვარ ამ კატეგორიაში."

გილერმო დელ ტორო, The Shape of Water

"ჩემმა პროდიუსერმა დამირეკა და ეს ამბავი გამაგებინა. ძალიან მიხარია ყველა ნომინანტის მაგივრად, რომლებმაც ჩემი ფილმისთვის ნომინაცია მიიღეს, მათთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო."

სალი ჰოუკინსი, The Shape of Water

"ეს დიდი საჩუქარია ჩემთვის. მთელი გულით დიდ მადლობას ვუხდი ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციას, რომ ეს ფილმი და მე ასე დაგვაფასეს. ამ კინოსურათის თითოეული ნაწილი ჩემთვის საჩუქარივით არის, გილერმო დელ ტოროსთან მუშაობა, ისევე როგორც მთელ ჯგუფთან გასაოცარი და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ის ჩვენი დროის უდიდესი რეჟსორია. მე მჯერა სასწაულების და ეს ნამდვილად სასწაულია."

ტიმოთი შალამე, Call Me By Your Name

"ვერც კი ვიოცნებებდი ამაზე. ნიუ-იორკში ვიყავი, ახალი გაღვიძებული როცა ეს ამბავი შემატყობინეს და ერთდროულად ბევრი სიხარული ვიგრძენი. შემდეგ დედაჩემი შემოვარდა ოთახში და ერთად ვყვიროდით."

ემა სტოუნი, Battle of the Sexes

"დიდი მადლობა ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციას ასეთი პატივისთვის. ჩემთვის ამაღელვებელი იყო ბილი ჯინ კინგის როლის შესრულება, ის შესანიშნავი და მამაცი ადამიანია. იმედი მაქვს ოდესმე მისნაირი მეც ვიქნები. ჩემს ნომინაციას ვუნაწილებ ყველას ვინც ამ ფილმზე მუშაობდა. გამიმართლა, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ."

მერილ სტრიპი, The Post

"ძალიან ამაღელვებელი იყო ფილმზე მუშაობა სტივთან, ტომთან და ფილმის მთელ არაჩვეულებრივ შემადგენლობასთან. დიდი მადლობა ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციას."

ჰელენ მირენი, Leisure Seeker

"ძალიან გახარებული ვარ, დიდი მადლობა ყველას ვინც ამ ფილმზე მუშაობდა."

ანდრეი ზვიაგინცევი, Loveless

"მთელი გუნდის სახელით დიდ მადლობას ვუხდი ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ოქროს გლობუსის ნომინაცია - მსახიობებისთვის, ოპერატორებისთვის, ჩემთვის...ყველასთვის. იმედი მაქვს მაყურებელსაც მოეწონა ფილმი და გავიაზრებთ, რა არის რეალურად მნიშვნელოვანი ცხოვრებაში."

ოქროს გლობუსი წელს 7 იანვარს გაიმართება, რიგით 75-ე ცერემონიას წელს Late Night-ის წამყვანი სეთ მეიერსი წაიყვანს.