სურსათის ეროვნული სააგენტო ბავშვთა კვების პროდუქტებში მოკვლევას ატარებს. სააგენტოს თქმით, მათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღეს შეტყობინება საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ.

იმ ქვეყნებს შორის, სადაც სალმონელას ბაქტერიით ინფიცირებული ფრანგული რძის პროდუქტების ექსპორტირება ხდებოდა, საქართველოც სახელდება. საფრანგეთმა ვაჭრობიდან ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქციის ამოღება მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოაცხადა. საუბარია კომპანია ლაქტაილის (Lactail) მიერ წარმოებულ რძეზე და რძის პროდუქტებზე. ვაჭრობიდან სასწრაფოდ უნდა იქნას ამოღებულ პროდუქცია, რომელიც 2017 წლის თებერვლის შემდეგ არის ნაწარმოები.