დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ლატვიის დედაქალაქ რიგიდან ქუთაისის მიმართულებით იფრენს. ფრენები კვირაში ორჯერ, 2018 წლის მარტიდან განხორციელდება.

ავიაკომპანიის ცნობით, ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მათი ფასი 19,99 ევროდან იწყება.

საერთო ჯამში, 2018 წელს Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 ქვეყნის სხვადასხვა აეროპორტებში განახორციელებს ფრენებს.