მილი ბობი ბრაუნი ერთ-ერთია იმ საოცარი ბავშვებიდან, რომლებმაც Stranger Things შეგვაყვარეს და გასაკვირი არაა, რომ მისი ფანების არმია დღითი დღე იზრდება.

ილევენის როლის შემსრულებლის ინსტაგრამზე გამომწერების რაოდენობამ ცოტა ხნის წინ 10 მილიონს გადააჭარბა, რაც მილიმ ორიგინალურად აღნიშნა და Love Actually-ით შთაგონებული ვიდეოთი ფანებს ერთიანობისკენ მოუწოდა:

"გამარჯობა, მე მილი ვარ და ინსტაგრამზე უკვე 10 მილიონზე მეტი გამომწერი მყავს. მადლობა რომ მხარს მიჭერთ მეც და შოუს, მიყვარხართ. მომწონს თქვენი ნამუშევრები და გულშემატკივრების მიერ შექმნილი პროფილები. თუმცა მინდა ერთი რამ აღვნიშნო. რადგან თინეიჯერი ვარ და ჩემს გულშემატკივრებში სხვა თინეიჯერებიც მრავლად არიან, ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ, ყველამ, ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ. გავერთიანდეთ, რომ ვიყოთ გუნდი, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიყოთ ყველაზე საოცარი თაობა".

grateful 💘

A post shared by Millie Bobby Brown (@milliebobbybrown) on

შეგახსენებთ, რომ უცნაური ამბების მესამე სეზონი Netflix-მა ოფიციალურად დაადასტურა.