საუდის არაბეთის მთავრობამ განაცხადა, რომ კინოთეატრებზე 35-წლიან აკრძალვა მოიხსნება წერს The Guardian.

პირველი კინოთეატრი მომავალი წლის მარტში გაიხსნება და იგეგმება, რომ ქვეყნის მასშტაბით მომდევნო 12 წლის განმავლობაში ორი ათასამდე დიდი ეკრანი დაყენდება.

საუდის არაბეთის კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მოვლენა მნიშვნელოვანი კულტურული და ეკონომიკური წინსვლაა ქვეყნისთვის. მისივე თქმით, გაიზრდება დასაქმება და განათლების მიღების სფეროები, ასევე სამეფოში დამატებითი გასართობი სივრცეები შეიქმნება.

ახალი ინიციატივა საუდის არაბეთის პრინცის მუჰამედ ბინ სალამანის რეფორმის ფარგლებში ხორციელდება. რეფორმის ფარგლებში მომავალი წლიდან ქალებს მანქანის ტარებისა და სტადიონებზე სპორტულ ღონისძიებებზე დასრწების უფლება ექნებათ.

2030 წლისთვის 300-ზე მეტი კინოთეატრის გახსნა იგეგმება. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ კინოთეატრებისგან 24 მილიონი დოლარის მოგებას ელოდებიან, ჯამში კი 30 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ჰიბა ტავაჯი

ფოტო: AFP

მრავალი წლის შემდეგ წელს პირველად ჩატარადა ცნობილი არაბი და უცხოელი პოპ-მომღერლების კონცერტები. წინა კვირას მომღერალი ჰიბა ტავაჯი გახდა პირველი ქალი-მუსიკოსი, რომელსაც ქვეყანაში სცენაზე გამოსვლის უფლება მისცეს.

რამდენიმე დღეში წითელი ზღვის სანაპიროსთან ამერიკელი რეპერი ნელი ალჟირელ მომღერალ ჰალედთან ერთად კონცერტს გამართავს, რომელზე დასწრების უფლებაც მხოლოდ კაცებს ექნებათ.