21 დეკემბერს ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი ჯეინ ფონდა 80 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით მსახიობმა თავისი საქველმოქმედო ფონდის სახელით წვეულება მოაწყო და ქალთა უფლებების მხარდასაჭერად $1,3 მილიონი შეაგროვა.

ოსკარის მფლობელმა მსახიობმა საკუთარი ფონდი 1995 წელს შექმნა და ის მოზარდებში ნაადრევი მშობიარობის შესახებ ინფორმაციის ამაღლებასა და ქალთა უფლებებზე მუშობს.