საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2017 წლის მესამე კვარტალში 594,5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ინვესტიციების რაოდენობა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 17,6 პროცენტით არის გაზრდილი.

საქსტატში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში უცხოური ინვესტიციები 1 346,5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2,9 პროცენტით მეტია.