ადრიანა ლიმა

10 Dec. 2017, 23:50

ცოტა ხნის წინ, სექსუალური ვიდეოს ჩაწერა მთხოვეს, რომელიც სოციალურ მედიაში უნდა გავრცელებულიყო. იმის მიუხედავად, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში მსგავსი გადაწყვეტილებები მიმიღია, ჩემში რაღაც შეიცვალა.ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ თავისი გარეგნობით უკმაყოფილო იყო. დავფიქრდი და მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ყოველი დღე იწყება კითხვით, როგორ გამოვიყურები? მიმიღებენ სამუშაოზე? და ამ მომენტში გავაცნობიერე, რომ ქალების უმრავლესობა ყოველდღიურად ამ კითხვით იღვიძებს, და ვალდებულია მოერგოს იმ სტერეოტიბესა და სტანდარტებს, რომლებსაც მათ საზოგადოება, სოციალური მედია და სამოდელო ბიზნესი უყენებენ. მე ვფიქრობ, რომ ასე ცხოვრება არასწორია და ეს გამოწვევები ქალების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებენ. 

მეც მაქვს ეჭვები ჩემი თავის მიმართ და მათი გამოხატვის უკვე აღარ მეშინია. ჩემი სამსახური დიდი წნეხის ქვეშ მაყენებს, ვალდებული ვარ, რომ ისე გამოვიყურებოდე, როგორც საჭიროა. ვფიქრობდი იმაზე, თუ რამდენი რამის გადატანა გვიწევს ქალებს. მე დავიღალე ამდენი ვალდებულებებით, და ჩვენ, ქალებს, ასეთი ზედაპირული ღირებულებებით ცხოვრება აღარ შეგვიძლია. ძალიან უსამართლოა, როცა საზოგადოება გვიწესებს როგორ მოვიქცეთ ან უნდა გამოვიყურებოდეთ. მინდა, რომ ეს შეიცვალოს, დედაჩემის, ბებიაჩემის და ჩვენი წინაპრების გამოც, რომლებსაც ასეთივე წნეხის ქვეშ უწევდათ ცხოვრება და მათი არასდროს არავის ესმოდა.

გადავწყვიტე, რომ ეს ცვლილებები ჩემი თავიდან დამეწყო. უსარგებლო მოტივით აღარასდროს გავიხდი ტანსაცმელს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: როგორ იცნობ თამარ მეფეს?
  2. On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მარტში მოგიმზადეთ და შეიძლება, გამოგრჩა
  3. კროსვორდი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
  4. ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ სიმღერებს გაზაფხულზე?
  5. On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მარტის ამინდივით უცნაურია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ