რამდენიმე წუთის წინ თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინეს.

მთავარ საკონკურსო პროგრამაში სულ ათი ფილმი მონაწილეობდა.

ოქროსა და ვერცხლის პრომეთეები კი ასე გადანაწილდა:

  • ოქროს პრომეთე საუკეთესო ფილმისთვის - "ყორნები", რეჟისორი იენს ასური (შვედეთი);
  • საუკეთესო რეჟისურისთვის - "არშიყი", რეჟისორი მილად ალამი;
  • ევროკავშირის პრიზი ადამიანთა უფლებებისთვის - "არშიყი", რეჟისორი მილად ალამი (დანია, შვედეთი, საფრანგეთი).

რაც შეეხება ეროვნულ კონკურსს, ამ შემთხვევაში ჟიურიმ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო:

  • პრომეთე საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის - მზის ქალაქი;
  • პრომეთე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის - თორნიკე ბზიავა, "თევზაობა"; ამავე კატეგორიაში მეორე გამარჯვებული - მარგო ზუბაშვილის - "ანას".

გაიგეთ მეტი: თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი