HBO-ს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ემის მფლობელი სერიალი - Big Little Lies მეორე სეზონით დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა არხმა.

როგორც HBO-ს განცხადებაში წერია, სერიალის პროდიუსერები ნიკოლ კიდმანი და რიზ უიზერსპუნი იქნებიან, მათი გმირები კი მეორე სეზონშიც ისტორიის ეპიცენტრში მოექცევიან.

ახალ სეზონთან დაკავშირებით ცნობილია ისიც, რომ მეორე ნაწილის რეჟისორი ანდრეა არნოლდი იქნება, რომელსაც ისეთ პროექტებზე უმუშავია როგორებიცაა - Transparent, I Love Dick და სხვები.

სერიალის ეთერში დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა შემქმნელებმა გაამხილეს, რომ ძველ პერსონაჟებს ოთხი ახალიც დაემატება და მსახიობებს უკვე ეძებენ.

ახალ პერსონაჟებს შორის ერთ-ერთი მასწავლებელი მიშელ პერკინსი იქნება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ მასწავლებელს პრობლემები ექნება ლორა დერნის გმირთან, რენატასთან. ახალ სეზონში გავიცნობთ ბონის მშობლებსაც.

Big Little Lies მეორე სეზონში შვიდი სერია იქნება.