სამეფო ოჯახმა მუსიკოსსა და მომღერალ ედ შირანს, რომელიც წლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მუსიკოსი გახდა, დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი გადასცა.

მომღერალს ჯილდო პრინცმა ჩარლზმა გადასცა.

"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სამეფო ოჯახის მხრიდან ასეთი ჯილდოს მიღება ყველაზე დიდი პატივია ნებისმიერი ადამიანისთვის. ბაბუაჩემი დიდ პატივს სცემდა ამ ტრადიციას, ის ოთხი წლის წინ გარდაიცვალა და ვფიქრობ, რომ ახლა ყველაზე ემტად სწორედ ის ამაყობს ჩემით", - ამბობს შირანი.

ჯილდოს მიღების შემდეგ , მუსიკოსმა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში გამოსვლის სურვილიც გამოთქვა.