საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 22-24 დეკემბერს, უკვე ტრადიციულად, თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალს იწყებს.

მხოლოდ 3 დღით, წიგნის მოყვარულებს უამრავი სიახლე და სიურპრიზი ელით. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა უპრეცენდენტო ფასდაკლებით წარადგენს ახალ თუ ძველ გამოცემებს. მოაწყობს ახალი წიგნების წარდგინებებს.

გარდა ამისა, ასოციაცია ტრადიციულად იზრუნებს პატარა დამთვალიერებლებზე, რომელთაც ელოდებათ საბავშო კუთხე ახალი საახალწლო-გასართობი პროგრამით.

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას.

წიგნის საახალწლო ფესტივალი 22-24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

  • თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალში მონაწილეობენ:
  • ალეფი/Alephi
  • ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
  • ბუქკაფე
  • გამომცემლობა არტანუჯი
  • გამომცემლობა დიოგენე
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • გამომცემლობა პალიტრა L
  • გამომცემლობა წიგნები ბათუმში
  • გამომცემლობა წიგნი+ერი
  • ეროვნული ბიბლიოთეკა
  • ერუდიტი
  • ექსლიბრისი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კალმოსანი
  • კოსმო
  • ოლმა
  • რემედას
  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  • სადისტრიბუციო კომპანია ირიათონი
  • საერთაშორისო სახლი
  • საქწიგნი
  • სეზანი
  • სიესტა
  • ქარჩხაძის გამომცემლობა
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და პრეზიდენტის ფონდი.