ასტრონომებმა ყველაზე შორეული შავი ხვრელი აღმოაჩინეს
მონსტრი შავი ხვრელი, რომლის მასა ჩვენი მზის მასას 800 მილიონჯერ აღემატება, 13 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით აღმოაჩინეს.
ეს არის ყველაზე შორეული შავი ხვრელი, რაც კი ოდესმე დაგვიფიქსირებია - ეს ობიექტი მაშინ არსებობდა, როდესაც სამყარო სულ რაღაც 690 მილიონი წლის იყო, ანუ დღევანდელი ასაკის სულ რაღაც 5%.
„ასეთი მასის შეძენა 690 მილიონ წელიწადზე ნაკლებ დროში საკმაოდ დიდი გამოწვევაა ზემასიური შავი ხვრელების ზრდის თეორიებისთვის“ - ამბობს კარნეგ მელონის უნივერსიტეტის მკვლევარი ედუარდო ბანადოსი, კვლევის ხელმძღვანელი.
აქამდე, ყველაზე ადრეულ შავ ხვრელად ითვლებოდა ობიექტი, რომელიც სამყაროს გაჩენიდან 800 მილიონი წლის შემდეგ გაჩნდა.
შავი ხვრელი, სახელად J1342+0928, გალაქტიკის ცენტრის გარშემო მბრუნავი აირის ზეკაშკაშა დისკოშია მოთავსებული და ე.წ. კვაზარს წარმოქმნის.
კვაზარი ყველაზე კაშკაშა ობიექტია სამყაროში. ის დიდ გალაქტიკაზე ათასჯერ და უფრო მეტჯერ კაშკაშაა.
თუმცა, შავი ხვრელი სინათლეს არ ასხივებს. სინათლეს ასხივებს შავი ხვრელის გარშემო არსებული აკრეციული დისკო - მორევივით მბრუნავი აირი და მტვერი, რომელთა სიჩქარე თითქმის სინათლის სიჩქარესაც კი უახლოვდება. ამ მატერიით მონსტრი შავი ხვრელი იკვებება.
მათი დიდი სიკაშკაშის მიუხედავად, დღეს ცნობილი ყველა კვაზარი იმდენად შორსაა, რომ შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს - მათი დანახვა მხოლოდ მძლავრი ტელესკოპებითაა შესაძლებელი.
კვაზარი ძალიან ღირებული იარაღია ადრეული სამყაროს შესასწავლად, რადგან მისი სინათლის ანალიზისას შეგვიძლია იმ წყალბადის შესახებ მივიღოთ ინფორმაცია, რომელშიც ამ სინათლემ გაიარა დედამიწამდე მოსაღწევად.
J1342+0928 იმდენად მოხუცია, რომ მას შეუძლია მოგვითხროს ჩვენი სამყაროს ისტორიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ - რეიონიზაციის ეპოქის შესახებ.
დიდი აფეთქებიდან ძალიან მალე, სამყარო ბნელი იყო - ცხელი „თავდაპირველი სუპი“ კოსმოსურ მასშტაბზე, რომელიც ძალიან სწრაფად ფართოვდებოდა.
გაფართოებასთან ერთად, მან გაგრილება დაიწყო, რის შედეგადაც პროტონებმა და ნეიტრონებმა გაერთიანება იონიზირებულ წყალბადის ატომებად დაიწყეს. სამყაროს გაჩენიდან 240 000 - 300 000 წლის შემდეგ, ამ წყალბადის ატომებმა მიიერთეს ელექტრონები და ელექტრულად ნეიტრალური წყალბადები შექმნეს.
აი, ზუსტად ამ დროს სინათლეს უკვე შეეძლო თავისუფლად მოძრაობა სამყაროში, რადგან ის უკვე „გამჭვირვალე“ გახდა.
მაგრამ ყველაფრის დასაწყისი მაშინ იყო, როდესაც გრავიტაციამ ამ წყალბადით სავსე სიცარიელეში პირველი ვარსკვლავები და გალაქტიკები წარმოქმნა, რის შედეგადაც გაჩნდა სინათლე. ამის მოხდენიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ნეიტრალური წყალბადის ატომების აგზნება ამ ახლად გაჩენილი ვარსკვლავების, გალაქტიკების, კვაზარების (ან ერთად სამივეს) ულტრაიისფერი სინათლის მოხდა.
ამ ეფექტმა სამყაროში არსებული წყალბადის უმეტესობის ხელახლა იონიზაცია მოახდინა - გაყო ისინი პროტონებად და ელექტრონებად. დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 1 მილიარდი წლის შემდეგ, რეიონიზაციის პროცესი დასრულდა.
მაგრამ საკმაოდ რთულია, გავიგოთ, ზუსტად როდის დაიწყო რეიონიზაციის ხანა და როგორ მუშაობს ის დეტალურად. „რეიონიზაცია სამყაროს უკანასკნელი უდიდესი ტრანზიცია იყო და ის დღევანდელი ასტროფიზიკის ერთ-ერთი საზღვარია“. - ამბობს ბანადოსი.
ზუსტად ამ დროს შემოდის J1342+0928. მისი სინათლის ანალიზი აჩვენებს, რომ მის გარშემო არსებული სივრცის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ნეიტრალური წყალბადია - 690 000 წელიწადი დიდი აფეთქების შემდეგ.
ეს ნიშნავს, რომ რეიონიზაცია შესაძლოა სამყაროს ასაკთან შედარებით საკმაოდ გვიან მოხდა.
ზემოთ ნაჩვენებ ილუსტრაციაში სქემატურად ვხედავთ, თუ რისი შესწავლა შეგვიძლია ამ ახალი აღმოჩენით: მაგელანის ერთ-ერთი ტელესკოპის (ქვემოთ, მარცხნივ) გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია რეიონიზაციის ეპოქის ინფორმაციის რეკონსტრუქცია მოვახდინოთ, რომელიც დიდ აფეთქებას მოყვა (მაღლა, მარჯვნივ).
მაგრამ J1342+0928 თავსატეხსაც გვიტოვებს. რადგან მისი მასა დღევანდელი ზემასიური შავი ხვრელების ტოლია, ნიშნავს, რომ მას უნდა ჰყოლოდა მატერიით საკმაოდ შევსებული გალაქტიკა, რათა მისგან ეკვება - ასეთ მოკლე დროში ამდენი მასის მიღება სხვანაირად შეუძლებელია გალაქტიკის ევოლუციების დღევანდელი მოდელებით.
„მომდევნო წლებში, რამდენიმე მომავალი თაობის, უფრო მგრძნობიარე ინსტრუმენტებით ... შეგვიძლია მრავალ აღმაფრთოვანებელ აღმოჩენას დაველოდოთ ძალიან ადრეულ სამყაროში“.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები