კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი ბუკინგემის სასახლეში გამართულ დედოფალი ელიზაბეტის ზამთრის წვეულებაზე ლედი დაიანას გვირგვინით მივიდა.

მიდლტონი კაშკაშა გვირგვინით პაპარაცებმა მაშინ დააფიქსირეს, როცა ის წვეულებაზე ქმართან, პრინც უილიამთან, ერთად მივიდა.

იმის მიუხედავად, რომ პრესას მისი სრული ფოტო არ აქვს, ცნობილია, რომ ქეითს თეთრი კაბა ეცვა და ბრილიანტის ყელსაბამი და მარგალიტის საყურეები ეკეთა.