რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობის მეოთხე ვადისთვის 2018 წელს კენჭს იყრის, წერს Ria.ru. მან ამის შესახებ ერთ-ერთ კომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

"რუსეთი მხოლოდ წინ წაიწევს და ამ მოძრაობაში მას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს", - განაცხადა ქვეყნის ლიდერმა.

ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტად პირველი ვადით 2000 წელს აირჩიეს, 2004 წელს კი მეორე ვადით დაინიშნა. 2008 წლიდან მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. ამ პერიოდში რუსეთში ახალი კანონი შემოვიდა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს ექვსწლიანი ვადით აირჩევდნენ. 2012 წელს პუტინმა პრეზიდენტის სავარძელი მესამე ვადით დაიკავა.

რუსეთში სპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება. საარჩევნო კამპანია ოფიციალურად ამ წლის დეკემბერში დაიწყო.