ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ცოლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული პირი დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 13 აგვისტოს, გ.გ.-მ მისსავე საცხოვრებელ სახლში, განზრახ მოკვლის მიზნით მეუღლეს თ.ბ-ს სანადირო თოფიდან გულმკერდის არეში დამიზნებით ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად თ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა.