ქუთაისში, გუმათჰესში, სავარაუდოდ, ზეთის ტრანსფორმატორი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლია. შსს-ს ინფორმაციით, ტერიტორიაზე დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი.

საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე არიან მეხანძრე მაშველები და შესაბამისი ტექნიკა.