საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ახლადარჩეული თავმჯდომარე, სულხან სალაძე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გავლის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ სალაძემ დღეს, 6 დეკემბერს, განაცხადა.

სალაძე სამეურვეო საბჭოს წევრი 2016 წლის აპრილიდანაა.

პროცედურა, რომელიც უფლებამოსილების შესაწყვეტადაა საჭირო

წერილობითი განცხადება. უფლებამოსილება წყდება განცხადების საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად წარდგენის (ჩაბარების) დღიდან.

ხელახალი კონკურსის გამოცხადების ვადა

უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას კონკურსის გამოცხადების შესახებ. ბრძანებით, განისაზღვრება მეურვეობის კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადა -არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა.

კანდიდატის წარდგენის უფლება და უფლებამოსილების ვადა

ახალი მეურვის უფლებამოსილების ვადად განისაზღვრება სალაძის უფლებამოსილების ამოწურვისთვის დარჩენილი პერიოდით, დაახლოებით სამი წლით. ახალი მეურვის კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობას მიღმა დარჩენილმა დეპუტატებმა უნდა წარუდგინონ პარლამენტს.