ავსტრიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთნაირი სქესის მქონე პირების ქორწინება 2019 წლიდან იქნება შესაძლებელი და დაადგინა, რომ ადრე არსებული კანონი დისკრიმინაციული იყო, წერს CNN.

საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე გააუქმა კანონი, რომელიც ამ ქორწინებას კრძალავდა. აქამდე წყვილებს, მხოლოდ სამოქალაქო პარტნიორობის უფლება ჰქონდათ, ახლა კი მათ ქორწინების შესაძლებლობაც ექნებათ.

სასამართლომ გადაწყვეტილება ორი ქალი 2009 წლის საჩივრის საფუძველზე მიიღო, რომლებიც პარტნიორები იყვნენ და ოფიციალურ ქორწინებაზე ვენამ უარი უთხრა.

ერთნაირი სქესის მქონე პირების ქორწინების შეზღუდვა ოფიციალურად 2018 წლის 31 დეკემბერს გაუქმდება.