რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს უკრაინისთვის თავის ტკივილია, წერს Ria.ru:

"მიმდინარე მოვლენებს თვალს ინტერესით ვადევნებთ. რა თქმა უნდა, ეს უკრაინის თავის ტკივილია, რომელსაც მტერსაც არ უსურვებ. მინდა აღვნიშვნო, რომ მოსკოვი უკრაინელებს მტრებად არ მიიჩნევს".

დღეს, 5 დეკემბერს, რამდენიმე საათის წინ კიევში საკუთარ ბინაში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. დილიდან გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბინას ჩხრეკდა. ჩხრეკის გამო ის შენობის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა.

დაკავებული მიხეილ სააკაშვილის მანქანით გაყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მისმა მხარდამჭერებმა ბარიკადები აღმართეთს, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კი ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი 256-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დააკავეს, რაც დანაშაულებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობასა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას ითვალისწინებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.