მოკლული მოსწავლეების ოჯახების სოლიდარობის ნიშნად 51-ე სკოლასთან აქცია მიმდინარეობს. მშობლებსა და მოსწავლეებს სკოლის შენობასთან ყვავილები და სანთლები მიაქვთ.

პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირების შედეგად სკოლის ორი მოსწავლე გარდაიცვალა.

"ახლა კონსოლიდაცია უნდა გააკეთოს მთელმა ქვეყანამ. უნდა ჩაერთოს შსს-დან დაწყებული განათლების სამინისტროთი დამთავრებული, არასამთავრობო სექტორი და მოქალაქეები, რომ ვიპოვოთ პასუხი თუ რა იწვევს იმ ტრაგედიას, რაც ჩვენ გუშინ მივიღეთ", - განაცხადა აქციაზე მისულმა ნატა ფერაძემ.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

მშობლები პრეტენზიას გამოთქვამენ იმის გამო, რომ სოლიდარობის აქციაზე სკოლის დირექცია და მასწავლებლები არ იმყოფებიან.

მშობლების ნაწილი მომხდარზე მასწავლებლებისა და სკოლის დირექციის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს, მათი აზრით სკოლაში არ არის დაცული მოსწავლეების უსაფრთხოება. თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ სკოლის დირექტორი მუდამ სააქმის კურსშია ბავშვების მდგომარეობის გამო.

მოსწავლეთა ნაწილმა აღნიშნა, რომ სკოლა მოსწავლეების უსაფრთხოებას უზრუნველყოს და მშობლებმა თავად უნდა აკონტროლონ ბავშვები, რათა იარაღი თან არ ატარონ.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

არასრულწლოვნების მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო გამოძიება. დაკავებულია ერთი არასრულწლოვანი, ხოლო მეორე სავარაუდო დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ.

გაიგეთ მეტი: