აშშ-მ გაეროს მიმართა, რომ მიგრაციის გლობალურ შეთანხმებას დატოვებს, წერს ამერიკის ხმა.

2016 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო არასავალდებულო ხასიათის დეკლარაცია ლტოლვილებისა და მიგრანტების შესახებ. შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს უნდა დაეცვათ ლტოლვილების უფლებები, დახმარებოდნენ გადასახლებასა და განათლებისა და სამსახურის მიღებაში.

გაეროში აშშ-ს მუდმივა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ დეკლარაციაში ასახული დებულება ქვეყნების ინტერესებსა და ტრამპის პოლიტიკას არ შეესაბამება.

მისივე თქმით, ამერიკა თვითონ გადაწყვეტს ლტოლვილებისა და მიგრანტების საკითხს:

"ჩვენ განვსაზღვრავთ როგორ გაკონტოლდეს საზღვარი საუკეთეოდ და ვინ უნდა გადმოკვეთოს ის. ნიუ-იორკის გლობალური მიდგომა აშშ-ს სუვერენიტეთან შეუთავსებელია".