მსხვილი ტელევიზიების ულტიმატუმი საკაბელოებსა და myvideo-ს - გაითიშება თუ არა ექვსი არხი
ვიდეოპორტალი myvideo.ge ექვს ქართულ ტელეარხთან სამართლებრივ დავაში ჩართვას აპირებს იმის გამო, რომ აღნიშნულმა ტელევიზიებმა ვიდეოპორტალიგან რეტრანსლირების საფასურის გადახდა მოითხოვეს. myvideo.ge უკვე წლებია მომხმარებლებს თავის ონლაინ პორტალზე არაერთი ქართული ტელეარხის მაუწყებლობას გადახვევის ფუნქციით სთავაზობთ.
myvideo.ge-ს პროტესტი
ვიდეოპორტალი აცხადებს, რომ იმედმა, მაესტრომ, ჯიდიესმა, რუსთავი 2-მა, კომედი არხმა და მარაომ მათ ორი პირობა წაუყენეს:
- გადაიხადონ რეტრანსლირების საფასური;
- წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ გაითიშოს ეს არხები ვიდეოპორტალიდან.
myvideo.ge აღნიშნულს "კარტელური გაერთიანებად" აფასებს და მიიჩნევს, რომ ის ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს კონკურენციის შესახებ. წერილის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ულტიმატუმის ენით მოლაპარაკებების წარმართვა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს მაუწყებლობის შესახებ.
myvideo-ს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ ექვს არხზე გადასახადის დაწესების შემთხვევაში, მომხმარებლები მათ საყურებლად სააბონენტო გადასახადს არ გადაიხდიან. თავად ვიდეო პორტალი კი არ აპირებს ტელევიზიების ულტიმატუმის მიღებას და მათი სიგნალის გათიშვას.
ტელეკომპანიების პოზიცია
რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ On.ge-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ექვსი კომპანიის იურიდიული პირი შპს მედია რაითს ჯორჯია (GMR) ბოლომდე დაიცავს მათ უფლებებს:
"ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ არ მივცემთ ჩვენი მაუწყებლობის უფასოდ გავრცელების შესაძლებლობას იმიტომ, რომ ეს მათი ბიზნესია და ჩვენი მაუწყებლობა ჩვენი ბიზნესია. რატომ უნდა შეეძლოთ ფულის გაკეთება ჩვენს პროდუქტზე, მე ეს არ მესმის. თუ რაიმე არ აწყობთ, მიმართონ მარეგულირებელ კომისიას ან სასამართლოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორად ვმოქმედებთ".
საკაბელო ოპერატორები
დღეს, 40-მდე მცირე და საშუალო საკაბელო ოპერატორმა, ტელეკომპანიებთან ურთიერთობის დარეგულირების მოთხოვნით, მარეგულირებელთან აქცია გამართა.
უწყებამ საკაბელო ოპერატორების პირობა მიიღო და შეხვედრაზე დათანხმდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია იგი რა შედეგით დასრულდა.
40-მდე მცირე და საშუალო საკაბელო ოპერატორს დილიდან ექვსი ქართული არხი უნდა გაეთიშა თუმცა, ეს გადაწყვეტულება მათ ამ დრომდე არ მიუღიათ.
შპს GMR-მა შეტყობინება საქართველოში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ ყველა პირს დაუგზავნა, მათ შორის, სილქნეტს, რომელმაც გუშინ, 30 ნოემბერს, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შესახებ განცხადება გაავრცელა:
"გვსურს გაცნობოთ, რომ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება ქართულ არხებთან. სილქნეტის ქსელში ჩართულ ყველა მომხმარებელს ფასის უცვლელად შეუნარჩუნდება რუსთავი 2, იმედი, ჯიდიესი, მარაო, მაესტრო და კომედი არხი. ასევე, მოცემულ არხებზე ეტაპობრივად აღდგება გადახვევის სტანდარტული რეჟიმი".
მოლაპარაკებების დაწყებამდე სილქნეტში აღნიშნავდნენ, რომ შეთანხმებაში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო როგორც კომპანიების, ასევე აბონენტების უფლებები. კომოპანია ასევე საუბრობდა ლარის კურსის ვარდნის გამო შემოსავლების კლებაზეც.
როგორც სილქნეტის წარმომადგენელმა თეონა წერეთელმა On.ge-ს უთხრა, მოლაპარაკების შინაარსს ვერ გაასაჯაროვებენ და ვერ იტყვიან, თუ რა პირობებზე შეთანხმდა კომპანია ტელევიზიებთან.
ტელეკომპანიების მოთხოვნა შეეხო მაგთიკომსაც. 2017 წლის პირველი დეკემბრიდან მაგთიკომი მაგთისატისა და IP ტელევიზიების ყველა აბონენტისთვის ყველა პაკეტს ორი ლარით აძვირებს. კომპანიაში აღნიშნულ გადაწყვეტილებას მედია რაითს ჯორჯიას გადაწყვეტილებას უკავშირებენ, რომელიც რუსთავი 2-ისა და იმედის არხების რეტრანსილირებისთვის საფასურის გადახდას ითხოვს.
რამდენიმე თვის წინ, რუსთავი 2-მა, იმედმა, GDS-მა, მარაომ, მაესტრომ და კომედი არხმა თავიანთი პროდუქციის რეტრანსლირების უფლება გადასცეს შპს მედია რაითს ჯორჯიას. სწორედ ამ კომპანიამ მოითხოვა მაუწყებლობაზე ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისგან რეტრანსლირების საფასურის გადახდა. მედია რაითს ჯორჯია 2017 წლის 26 აპრილს დარეგისტრირდა და მისი 25-პროცენტიანი წილები ეკუთვნის ოთხ პირს და ესენია:
- ზურაბ ნაყეური;
- გიორგი სულაძე;
- დიმიტრი ბოკერია;
- მანანა გეგელაშვილი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები