ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა თბილისის ერთ-ერთ სკოლასთან, რის შედეგადაც ორი დაიჭრა, მათგან ერთი კი გარდაიცვალა.

თვითმხილველები ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ჰყვებიან, რომ ჩხუბში მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა ათს აჭარბებდა.

On.ge ცდილობს მომხდარის დეტალების გარკვევას შსს-ს პრესსამსახურთან.

განახლება (15:56): შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ერთი მოსწავლის დაჭრას და ერთის გარდაცვალებას. გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით.