სუს: ისნის სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთაგან ერთი ახმედ ჩატაევია
ისნის სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევია. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა.
გიორგობიანის თქმით, ქართველ სამართალდამცავებს გამოძიების პროცესში დაეხმარნენ ამერიკელი კოლეგებიც, რის შედეგადაც ექსპერტიზის საშუალებით დადგინდა ლიკვიდრებული ჩატაევის ვინაობა. გიორგობიანისვე ინფორმაციით, ორი პირი სამართალდამცავებმა მოკლეს, ჩატაევმა კი თავი აიფეთქა.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, ჯერჯერობით არ არის დადგენილი 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული სხვა ორი პირის ვინაობა.
ჯერჯერობით, სუს-ში არ აცხადებენ, როგორ შემოვიდნენ საქართველოში ახმედ ჩატაევი და მისი თანამებრძოლები. უწყების თქმით, გამოძიება გრძელდება.
ვინ არის ახმედ ჩატაევი
ახმედ ჩატაევი საქართველოში 2012 წელს, ლაფანყურის სპეცოპერაციისას დააკავეს. ის იყო მომლაპარაკეებლი საქართველოს ხელისუფლებასა და მებრძოლებს შორის, რომლებიც მოგვიანებით, პოლიციასთან შეტაკებისას მოკლეს ლაფანყურის ტყეში.
ჩატაევს ბრალი ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის წაუყენეს, თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წლის დეკემბერში, ჩატაევი წინასწარი პატიმრობიდან პროკურატურის მოთხოვნით გირაოთი გაათავისუფლეს. 2013 წლის იანვარში კი ჩატაევის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საერთოდ შეწყდა მტკიცებულებების არარსებობის გამო და გირაოს თანხაც უკან დაუბრუნდა. მან საქართველო დატოვა. ბოლო წლებში ის სირიაში იმყოფებოდა და ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს მხარეს იბრძოდა.
21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაჭრილია ოთხი სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი.
სპეცოპერაციის გამო მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებული იყო მოსახლეობა, სკოლასა და სამ ბაღში კი სასწავლო პროცესი შეწყდა. სპეცოპერაციის შესახებ არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი და გარემოება ამ დრომდე უცნობია.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები