რამდენიმე თვეში, ტრანსცენდენტური მედიტაციის ტექნიკის სწავლებისათვის თბილისში სპეციალური ცენტრის გახსნა იგეგმება. ინფორმაცია On.ge-ს დევიდ ლინჩის ფონდ კავკასიამ და ორგანიზაცია ტრანსცენდენტული მედიტაცია საქართველომ მიაწოდა.

ცენტრში ტრანსცენდენტური მედიტაციის ტექნიკის შესწავლა ქართულ და რუსულ ენებზე იქნება შესაძლებელი.

ორგანიზაციის ცნობით, ლინჩის საქართველოში ვიზიტის შემდეგ ფონდს გამოეხმაურა რამდენიმე ადამიანი, ვისაც თი ემ ტექნიკის დაუყონებლივ შესწავლა სურს:

"ამასთან დაკავშირებით, ჩვენ სპეციალურად მოვიწვიეთ ტრანსცენდენტური მედიტაციის ტექნიკის ამერიკელი მასწავლებელი, რომელიც საქართველოს 15 დეკემბერს ეწვევა და სწავლებას ჩაუტარებს წინასწარ შერჩეულ ჯგუფს, მხოლოდ ინგლისურ ენაზე".

ცენტრის გახსნამდე, სპეციალურ ჯგუფში მოსახვედრად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნინა შაბურიშვილს მეილზე [email protected].

სწავლება ჩატარდება დევიდ ლინჩის ფონდ კავკასიის ოფისში.

"თი ემ ტექნიკა სასწავლად უმარტივესია და ოთხ დღეში ისწავლება. ლექციაზე დასასწრებად შეგიძლიათ აირჩიოთ საღამოს საათები. ლექცია დღეში საშუალოდ საათნახევარი გრძელდება" - აცხადებენ ორგანიზაციაშ.

ამ ჯგუფში მოხვედრილი ადამიანებისათვის დევიდ ლინჩი ტექნიკის სწავლების საფასურის ნახევარს თავად დაფარავს, რაც ზრდასრულ ადამიანზე 200 ლარს, სტუდენტისთვის კი 100 ლარს შეადგენს.