The Economist Intelligence Unit-ის (EIU) მიერ დასახელებულ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქებში სინგაპური უკვე მესამედ ლიდერობს. მას მოჰყვებიან ციურიხი, ჰონგ-კონგი, ჟენევა და პარიზი.

ცხოვრების ღირებულებით ყველაზე მაღალი ფასის ქალაქების მსოფლიო სიაში მე-6 ადგილზეა ლონდონი, ხოლო მე-7-ზე ნიუ-იორკი.

BBC-ის ინფორმაციით, EIU-მა ამ მონაცემების გასარკვევად 132 ქალაქში სხვადასხვა პროდუქტისა და მომსახურების ფასები ნიუ-იორკისას შეადარა. ამ ღირებულებებში შედის საკვების, ჩასაცმელის, თავის და სახლის მოვლის საშუალებების, ბინის ქირის, ტრანსპორტის, განათლების, დამხმარე პერსონალისა და გართობის ფასები.

აღსანიშნავია, რომ საკვები პროდუქტების ფასები სინგაპურში ნიუ-იორკისაზე უფრო იაფია, თუმცა, ტრანსპორტის, განათლების, ცხოვრებისა და ტანსაცმლის მაღალი ფასები "ლომის ქალაქს" მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების სიაში პირველ ადგილს ანიჭებს.