NGO-ები: ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი ბრუნდება და უპრეცენდენტოდ ძლიერდება
12 არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის გაერთიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, შემოთავაზებული კანონპროექტით ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის კლასიკური საბჭოთა სახით დაბრუნებასა და მათ ინსტიტუციურ გაძლიერებას გულისხმობს.
საქართველოს მთავრობამ 22 ნოემბერს პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონსა და თანმდევ 110 კანონში. ცვლილებები შედის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონშიც.
კანონპროექტის თანახმად:
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლება ექნება საიდუმლო თანამშრომელი მიავლინოს აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერ ორგანოში (ყველა სამინისტროში, სსიპსა თუ ა(ა)იპ-ში), კერძო საწარმოში, დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში;
- მივლინებულ მოსამსახურეს არ ექნება უფლება გაამჟღავნოს სამსახურისადმი კუთვნილება;
- "ჩანერგილ" მოსამსახურეს უფლება ექნება მივლინებულ უწყებაში დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა;
- მივლინებული მოსამსახურე ვალდებული იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია;
- "ჩანერგილი" მოსამსახურე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაც აიღებს ანაზღაურებას და იმ საწარმოდანაც, სადაც ფარულად არის მივლენილი;
- მივლინებულ მოსამსახურეს ფარულად მსახურობის პერიოდი ეთვლება შრომის საერთო სტაჟში.
ორგანიზაციების თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლება აქვს საიდუმლო თანამშრომელი ჩართოს დანაშაულებრივ ჯგუფში, მათ შორის, ნებისმიერ საწარმოსა და დაწესებულებაში, სადაც არსებობს ეჭვი დანაშაულის ჩადენის შესახებ (კანონი "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ").
მათივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კვლავ შეუძლია სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე დაწესებულებებში დანიშნოს მუდმივი წარმომადგენელი, მხოლოდ დაწესებულებასთან ურთიერთშეთანხმებით. ასეთი დაწესებულებების ნუსხა მთავრობის მიერ არის განსაზღვრული:
"აქედან გამომდინარე გაუგებარია რა მიზანს ემსახურება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, საწარმოსა და დაწესებულებაში საიდუმლო თანამშრომლის მუდმივად მივლენა".
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე გავრცელებით, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ შემოთავაზებული ცვლილებები წარმოადგენს მცდელობას დააბრუნოს და გააძლიეროს საბჭოთა კავშირში დამკვიდრებულ ე.წ. ოდეერის პრაქტიკა:
"ერთი სამსახურისათვის ჭარბი, უკონტროლო ძალაუფლების და ტოტალური კონტროლის ბერკეტების მინიჭებით ვერ მივიღებთ სამსახურს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეფექტურად დაიცავს. ეს, მაღალი ალბათობით გამოიწვევს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და საფუძველს შეურყევს ქვეყნის ინსტიტუციურ მართვას".
მათივე თქმით, ასეთ შემთხვევაში გარე კონტროლის სუსტი მექანიზმები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქცევს ტოტალური კონტროლის მექანიზმად, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს.
ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი შემოთავაზებულ ცვლილებებს არსებული ფორმით და დაზვერვის სამსახურის კონტროლის მექანიზმები არ გაავრცელოს მთლიანად უსაფრთხოების სამსახურზე.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
- მედიის განვითარების ფონდი;
- საზოგადოება და ბანკები;
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
- კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
- საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი;
- მწვანე ალტერნატივა;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
- ხმა საქართველოდან.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები