ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ფილმი, ჩემი ბედნიერი ოჯახი სულ მალე ნეტფლიქსის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ჯერ კიდევ 10 თებერვალს, არხმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი შეიძინა. ეს იყო პირველი შემთხვევა ქართული კინოს ისტორიაში, როდესაც ისეთი დონის კომპანიამ, როგორიც ნეტფლიქსია ქართული ფილმის დისტრიბუციის უფლება იყიდა.

"ჩვენზე ძალიან იმოქმედა ამ დახვეწილმა და საინტერესო ფილმა, სადაც კარგად არის ნაჩვენები 50 წლის ქალის პორტრეტი და ბრძოლა თავისუფლებისთვის. ფილმი ასევე საშუალებას გვაძლევს აღმოაჩინოთ ნაკლებად ცნობილი, მაგრამ საინტერესო ქვეყანა საქართველო", - ამბობდა ნეტფლიქსის წარმომადგენელი.

გაიგეთ მეტი: ჩემი ბედნიერი ოჯახი: როგორია ცხოვრება, როცა ზარი დაირეკება და მასწავლებლები სახლებში დაბრუნდებიან?