თბილისში 29 ნოემბერს ჟანგბადის ნინძებმა ძეგლებს პირბადეები გაუკეთეს. როგორც On.ge-სთვის მიწოდებულ ანონიმურ წერილში ამბობენ, ისინი ქალაქში სუფთა ჰაერს ითხოვენ.

ჰაერის დაბინძურების პრობლემის გასაპროტესტებლად 2016 წელს ლონდონში ბუნების დამცელებმა ყველაზე ცნობილ ძეგლებს აირწინაღი გაუკეთეს. Greenpeace-ს განცხადებით, ჯამში მათ 17 ძეგლს გაუკეთეს ნიღბები, მათ შორის იყო დედოფალი ვიქტორია და ოლივერ კრომველი.

ორი აქტივისტი, ელისონ გარიგანი და ლიუკ ჯონსი ტრაფალგარის მოედანზე ნელსონი ქანდაკებაზე აცოცდნენ და ქანდაკებას აირწინაღი ისე გაუკეთეს. ქვევით კი მათ სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია ელოდებოდათ.

ფოტო: Getty

ფოტო: PA

პარლამენტის სახლთან აქტივისტებმა ნიღაბი ოლივერ კრომველსაც გაუკეთეს. ეს უსაფრთხოების განსაკუთრებით უხეშ დარღვევად ჩაითვალა, რადგან ლონდონში ტერორისტული თავდასხმის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იყო. კრომველისთვის აირწინაღის გაკეთება პარლამენტის პრესსამსახურმა "პარლამენტის ქონებაზე განხორციელებული უმნიშვნელო ინციდენტი" უწოდა.

ლონდონის პოლიციამ Greenpeace-ს აქციის რვა მონაწილე დააკავა.

ფოტო: PA

ფოტო: PA

ფოტო: PA

ფოტო: PA