რომის პაპის განცხადებით, ქრისტიანებმა ბოდიში უნდა მოუხადონ ლგბტ პირებსა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ეკლესიის მხრიდან დისკრიმინირებული ყოფილა.

„ვიმეორებ იმას, რასაც კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმი ამბობს: ისინი არ უნდა იყვნენ დისკრიმინირებულნი, პატივი უნდა ვცეთ მათ და პასტორალზე გავაცილოთ“ - ამბობს პაპი ფრანცისკე.

„ეკლესიამ უნდა ითხოვოს პატიება ბევრი ქმედების გამო - როცა ვამბობ ეკლესია, ვგულისხმობ ქრისტიანებს. რადგან ეკლესია წმინდაა, ცოდვილნი ჩვენ ვართ“ - ამბობს პაპი. მისივე თქმით, ეკლესიამ პატიება უნდა სთხოვოს ღარიბებს, ექსპლუატირებულ ქალებსა და ბავშვებსაც.

რომის პაპმა პირველად 2013 წელს დასვა რიტორიკული შეკითხვა - ვინ ვარ მე, რომ განვსაჯო გეი ადამიანები?

პაპმა ფრანცისკემ აღნიშნული განცხადებები სომხეთში ვიზიტის შემდეგ, თვითმფრინავში, პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ვატიკანის ინფორმაციით, პაპ ფრანცისკეს ვიზიტი საქართველოში შემოდგომაზეა დაგეგმილი.