რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ნეტფლიქსის პოპულარული სერიალის Black Mirror-ის ერთ-ერთ ეპიზოდს ოსკარის მფლობელი მსახიობი და ახლა უკვე რეჟისორი, ჯოდი ფოსტერი გადაიღებდა.

ამ ინფორმაციამ აღნიშნული სერიალის ფანები გაახარა და მოუთმენლად ელოდნენ ახალ სეზონსა და უშუალოდ ფოსტერის ეპიზოდზე.

ცნობილია, რომ შოუს მეოთხე სეზონი 2018 წელს გამოვა, ჯოდის მიერ გადაღებული სერია, სახელად Arkangel კი ახალი ნაწილის მეორე ეპიზოდი იქნება.

წინა სეზონის მსგავსად, Netflix-ის შოუს მეოთხე სეზონშიც ექვსი სერია იქნება.