ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაუშვეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მათ შორის, გლოვის დღესთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, პრეზიდენტის სასახლეზე და ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე.

დაშვებული დროშები შსს-ს შენობაზე

დაშვებული დროშები შსს-ს შენობაზე

ფოტო: შსს

პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

24 ნოემბრის ღამეს, ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო ერთი ირანის მოქალაქე. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. 20-მდე ადამიანი სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შენობაში სახანძრო ნორმები და მოთხოვნები დარღვეული იყო.