გომელაური: არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა შორის ჩატაევია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ პირთა შორის აჰმედ ჩატაევი იყოს. მისივე თქმით, დაზუსტებული პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს, ვინაიდან მიმდინარეობს საექსპერტო სამუშაოები და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ზუსტი პასუხი. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
სპეცოპერაციის დროს, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია თურქულმა მედიამაც გაავრცელა. აჰმედ ჩატაევი თურქეთის ხელისუფლების მიერ მიჩნეულია სტამბოლის ათათურქის აეროპორტში 2016 წელს განხორციელებული ტერაქტის ავტორად. აღნიშნულ ფაქტს მაშინ 45 ადამიანი ემსხვერპლა.
სპეცოპერაცია ისანში
თბილისში, ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაჭრილია ოთხი სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი, ერთი კი დაკავებულია.
ისნის სპეცოპერაციის დროს დაკავებულს, დახურულ სხდომაზე, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 24 ნოემბერს შეეფარდა. ტერორიზმში ბრალდებული პირის ვინაობას, მის სახელსა და გვარს არც მისი ადვოკატი და არც პროკურორები ამხელენ. თუმცა ცნობილია მისი ინიციალები - ს.დ. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაკავებული პირი ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებული სუხო დუდაევია. ტელეკომანიის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია მას სანდო წყარომ დაუდასტურა.
დღეს, 26 ნოემბერს ქაშუეთის ეკლესიაში სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები