საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედია ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეგულაციების ამოქმედების საფუძველი უნდა გახდეს და შემოწმდეს ქვეყანაში მოქმედი ყველა სასტურმო:

"საქართველოს სახალხო დამცველი აქამდეც არაერთხელ მუწოდებდა ხელისუფლებას სახანძრო უასფრთხოების მკაცრი მონიტორინგისკენ. სასტუმროს უსაფრთხო ფუნქიონირებაზე პასუხისმგებელია არამხოლოდ სასტუმროს პერსონალი, არამედ - სახელმწიფოც."

ნანუაშვილის განცხადებით, თუკი სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა მოთხოვნილი არ იყო, ანდა მოთხოვნის მიუხედავად, გათვალისწინებული არ ყოფილა, უნდა დადგინდეს და გამოვლინდეს იმ თანამდებობის პირთა ვინაობა, ვინც სასტუმროს მშენებლობის და ფუნქციონირების ნებართვა გასცა:

"პირველ რიგში გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს გათვალისწინებული იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები სასტუმროს მშენებლობის პროცესში და მშენებლობის პროექტის დამტკიცებისას მოთხოვნილი იყო თუ არა აღნიშნული წესების დაცვა შესაბამისი კომპეტენტური უწყებების მიერ."

ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო ერთი ირანის მოქალაქე. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შენობაში სახანძრო ნორმები და მოთხოვნები დარღვეული იყო.