შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო ლეო გრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, კლინიკაში გადაყვანილი იყო ხანძრის შედეგად დაზარალებული 21 პირი, მათან 3 გაწერეს. კლინიკაში რჩება 18 პირი, მათგან 1 ისრაელის მოქალაქეა, 5 თურქეთის, დანარჩენი კი საქართველოს.

ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის შედეგად მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. ისინი სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სასტუმრო ლეო გრანდეში ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20 საათზე გაჩნდა და ძლიერი კვამლი მალევე მოედო მთელ შენობას.