ეგვიპტეში, სამხრეთ სინაის პროვინციაში, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ მეჩეთს, რომლის შედეგად, სულ მცირე, 155 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. შეიარაღებული პირები მეჩეთს თავს იმ დროს დაესხნენ, როცა იქ პარასკევის ლოცვა მიმდინარეობდა.

დაახლოებით 100-მდე ადამიანი დაჭრილია. ეგვიტპის პრეზიდენტი მომხდართან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრას მართავს. ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ დგას თავდასხმის უკან.

ეგვიპტეში ისლამისტებმა თავდასხმები 2013 წლის შემდეგ, მუსლიმური საძმოს ხელისუფლებიდან ჩამოგდების შემდეგ გააქტიურეს. ტერორისტული აქტების შედეგად ეგვიტპეში ამ პერიოდიდან ასეულობით ადამიანია დაღუპული.