პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, კახა კოჟორიძე საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს ახალი სახალხო დამცველის შერჩევისას მოუსმინოს ყველა კანდიდატს:

"ეს ღია, ჯანსაღი, კონკურენტული პროცესი მისცემს შესაძლებლობას პარლამენტს ამ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ თანამდებობაზე საუკეთესო კანდიდატი შეარჩიოს".

კოჟორიძის განცხადებით, კარგი იქნება თუ დასახელდება რამდენიმე კანდიდატი უმრავლესობის სხვადასხვა ფრაქციის მხრიდან:

"ეს პარლამენტს მისცემს, იმის შესაძლებლობას, რომ მოუსმინოს რამდენიმე კანდიდატს, საზოგადოებამ გაიგოს მათი ხედვები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე და მთლიანობაში".

საქართველოს მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 7 დეკემბერს ეწურება.

არასამთავრობო სექტორმა საქართველოს პარლამენტს სახალხო დამცველის ოთხი კანდიდატი წარუდგინა. კანდიადტები არიან: კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, იურისტი ანა ნაცვლიშვილი და ასევე იურისტი ნინო ლომჯარია.