თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ წუთებში თბილისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა უნდა დაწყებულიყო, სასამართლო სხდომა დაიხურა. მოსამართლე რომან ხორავამ სხდომა თავიდანვე დაიხურა.

21-22 ნოემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქის დახურული სასამართლო სხდომა. 24 ნოემბერი, 2017. თბილისი.

ფოტო: გვანცა ნემსაძე/On.ge

სხდომათა დარბაზი პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიცვალა.

"დარბაზი შეიცვალა სპეციალურად, რადგან ჟურნალისტებმა შემთხვევითაც არ გადაეღოთ კადრები", - აღნიშნავენ პრესსამსახურში.

იმედა ქარქაშაძე

იმედა ქარქაშაძე

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირის ადვოკატი

ფოტო: On.ge

პირს, რომლისთვისაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხი განიხილება, ბრალი ტერორიზმის მუხლით აქვს წაყენებული. მისი სახაზინო ადვოკატი, იმედა ქარქაშაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს. მისივე თქმით, ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა.

თბილისში, ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაჭრილია ოთხი სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი, ერთი კი დაკავებულია.

გაიგეთ მეტი: რა ვიცით და რა არ ვიცით ისნის სპეცოპერაციის შესახებ