მსახიობი, ნატა მურვანიძე Asia Pacific Screen Awards-ზე საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა.

მსახიობი მთავარ როლს ასრულებს ანა ურუშაძის სადებიუტო მხატვრულ ფილმში საშიში დედა, რომელიც საქართველოს სახელით ოსკარზეა გაგზავნილი.

ფილმი 50 წლის ქალის - მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.

ფილმის ნახვა თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზე შეგეძლებათ.