თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი 4 დეკემბერს, კინოთეატრ ამირანში, უნგრელი რეჟისორის ილდიკო ენიედის ფილმით, სულისა და სხეულის შესახებ, გაიხსნება.

ფესტივალი ტრადიციას არც წელს არღვევს და მაყურებელს მთელი მსოფლიოდან 100-ზე მეტ კინოსურათს სთავაზობს.

კინოფესტივალზე დასასწრები ბილეთის ფასი კი ასეთია:

დილის სეანსებზე დასასწრები ბილეთი 3 ლარი ეღირება, 16:00 საათიანი - 4 ლარი, საღამოს სეანსები კი 5 ლარი.

ბილეთების გაყიდვა 2 დეკემბერს დაიწყება და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება კინოთეატრების სალაროებში და ონლაინ: www.kinoafisha.ge; www.biletebi.ge და www.tkt.ge. ბილეთებთან ერთად გაიყიდება აბონემენტიც, რომლის ფასიც 50 ლარი იქნება.

თბილისის მე-18 საერთშორისო კინოფესტივალი წელს 4 დეკემბერს დაიწყება და 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გაიგეთ მეტი: თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი