თინა ხიდაშელი: ხელისუფლების განცხადებებიდან ჩნდება განცდა, რომ სპეცოპერაცია დაუგეგმავი იყო
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ისანში მიმდინარე სპეცოპერციასთან დაკავშირებით უფრო მეტი კითხვა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გაჩნდა. ამის შესახებ ხიდაშელმა რამდენიმე წუთის წინ გადაცემა არჩევანში განაცხადა.
"სავარაუდოდ, ბუნებრივია, როდესაც ადამიანებს უჩნდებათ ასეთ დროს განცდა, რომ სინამდვილეში დაუგეგმავი, მომზადებული იყო ეს სპეცოპერაცია სწორედ ამ რეაქციებიდან გამომდინარე ჩნდება ასეთი განცდები. პრემიერის განცხადება, რომელსაც მთელი დღე ელოდებოდა მთელი ქვეყანა ძირითადად მდგომარეობდა იმაში, რომ ჭკუა დაგვარიგა ყველას როგორ მოვიქცეთ და რა ტონალობაში უნდა ვილაპარაკოთ", - განაცხადა ხიდაშელმა.
მისი თქმით, არსებობდა განცდა, რომ სპეცოპერაციის შემდეგ ინფორმაცია გახდებოდა ცნობილი. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საზოგადოებას უფლება აქვს ჰქონდეს ინფორმაცია, ხოლო არჩეულ ხელისუფლებას ვალდებულება მათთან კომუნიკაციის რეჟიმი არ დაარღვიოს.
"ერთადერთი, რაც მთელი დღე გვესმოდა ხელისუფლების წარმოამდგენლებისგან იყო კრიტიკა მედიის მიმართ - რატომ აშუქებენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფო საიდუმლოს ნაწილი. ამას ის ხალხი გვეუბნებოდა, რომელიც უარს ამბობდა კომუნიკაციაზე და პრინციპში ქვეყანა დატოვეს მედიის ამარა", - თქვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებში ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაცია გაჟღერდა.
"ყველაზე საშიში ესაა, როცა შენ გაქვს განცდა, რომ ცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც სტრატეგიულად დანახული პასუხი გამოწვევებზე, რომელიც 21 საუკუნეში ჩვეულებრივი ამბავი გახდა სახელმწიფოს არ აქვს", - განაცხადა ხიდაშელმა.
თბილისში, ისანში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაცია დაახლოებით ექვსი საათის წინ დასრულდა. ისანში სპეცოპერაცია თითქმის 20 საათზე მეტ ხანს ტარდებოდა, რა დროსაც დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ისანში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს დაკავებულია ერთი პირი და ლიკვიდირებულია სამი. უწყებაში აღნიშნავენ, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა - ორი. გარდა ამისა, დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი.
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
კომენტარები